სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც შენახვის პირობები დაცული არ არის. სააგენტოს ცნობით, საახალწლოდ ხორცზე მოთხოვნა იზრდება, რის გამოც მოქალაქეებმა, ხორცის შეძენისთვის აუცილებელი პირობები უნდა გაითვალისწინონ - მათ შორის პროდუქტზე განთავსებული ეტიკეტი და ეტიკეტზე დატანილი დეტალური ინფორმაცია. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე რეალიზებული ხორცის გამოყენებით, ადამიანის დაავადების რისკი მაღალია. ადამიანს შეიძლება გადაედოს საშიში დაავადებები.