შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა - Palitra News

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა

2023-12-23 14:41:53+04:00

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა. ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, პაპუაშვილმა აპარატის თანამშრომლებს პროფესიონალიზმის და პარლამენტის ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და 25-წლიანი სამსახურისთვის ჯილდოები გადასცა. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელები პარლამენტის 16 კომიტეტის აპარატს და 11 დეპარტამენტს გადაეცა.