სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ახმეტელის თეატრის მსახიობებმა ბავშვებს, რეჟისორ ლაშა გოგნიაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი - „პიტერ პენის თავგადასავალი“ წარუდგინეს. მათ მულტფილმების გმირებთან ერთად სურათებიც გადაიღეს; მოგვიანებით კი, მოზარდებს საჩუქრებიც დაურიგდათ. ახმეტელის თეატრი თავდაცვის უწყებასთან მემორანდუმის საფუძველზე რამდენიმე წელია თანამშრომლობს. ღონისძიებას ორგანიზება უწყების სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გაუწიეს.