ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე მოსახლეობის წინაშე გამგეობის საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშით წარდგა. მიმდინარე წელს პროექტებისა და პროგრამებისთვის ჯამში, 27 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ირაკლი ანდღულაძემ ყურადღება მიმდინარე წლის მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა და მომავალი წლის გეგმებზეც ისაუბრა. პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე, კახა გულედანი, საკრებულოს მაჟორიტარი, ირაკლი ხელაძე, ასევე, თბილისის მერიის წარმომადგენლები და სხვადასხვა რაიონის გამგებლები ესწრებოდნენ.