საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ურბანული განვითარების კონცეფციები განიხილეს. აღნიშნული პროგრამა მიმდინარე წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე შერჩეულია 10 მდებარეობა: ესაა ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, მესტია და ყაზბეგი. შემუშავებული კონცეფციების საფუძველზე, 9 მუნიციპალიტეტში უკვე ეტაპობრივად დაიწყება მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები, ხოლო ბაკურიანის არეალზე ტენდერის გამოცხადება არის დაგეგმილი. 5-წლიანი პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდი ლარი იქნება გამოყოფილი.