ისრაელის ოპერაცია ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას აფერხებს, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
„ის მეთოდი, რომლითაც ისრაელი შეტევას ახორციელებს, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას უზარმაზარ დაბრკოლებებს უქმნის“, - წერს გუტერეში X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
„ღაზაში ეფექტური ჰუმანიტარული დახმარების ოპერაცია უსაფრთხოებას მოითხოვს. პერსონალს, რომელსაც უსაფრთხოდ მუშაობა შეუძლია, ლოგისტიკურ შესაძლებლობებს და კომერციული საქმიანობის აღდგენას“, - აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
გუტერეშის ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში გაერო-ს 136 თანამშრომელი დაიღუპა.