მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ხვალ,23 დეკემბერს, ექიმების ჯგუფთან ერთად გიორგი ანწუხელიძის სოფელ ალვანში ჩავა, სადაც მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციას გაუწევენ. მისი თქმით, ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში ეს რიგით მესამე ღონისძიებაა.