ქართული ოცნება“ 30 დეკემბერს პარტიის ყრილობას გამართავს. ყრილობაზე განხილული იქნება საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის ახალი წესდებით, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში 20-ის ნაცვლად 15 წევრი აირჩევა და მათ შორის აღარ იქნებიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.