ოპოზიციურმა პარტიებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყეს. საქართველოს ექსპრეზიდენტმა ინიციატივა ეგრედწოდებული პოლიტიკური სათათბიროს შექმნის შესახებ სასამართლო სხდომაზე გააჟღერა. ინიციატივას ოპოზიციის ნაწილი არ უერთდება, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ოპონენტების ერთმანეთთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. მმართველი პარტია კი განმარტავს, რომ ოპოზიციის არჩევნებში გამაჯვების ყველა მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული.