ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა მიმდინარე წლის ანგარიში წარადგინა და ბიუროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო უკვე თანამშრომლობს მსოფლიოს მოწინავე ორგანიზაციებთან. საუბარი ასევე შეეხო სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებსაც. კუპრაშვილის თქმით, ბიურომ სიტუაციური ანალიზის გაკეთება დაიწო და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებთან თანამშრომლობა მიმდინარეობს. ყურადღება გამახვილდა წლის განმავლობაში დასრულებული მონიტორინგის შედეგებსა და დაჯარიმებულ პირთა რაოდენობაზეც. პრეზენტაციას მინისტრთა კაბინეტის, პარლამენტის წევრები და მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.