მიხეილ სააკაშვილი - სიმპტომების 80% არსად წასულა, თვითონ განსაჯეთ, რა ტიპის არსებებთან გვაქვს საქმე - კიდევ რას აცხადებს მესამე პრეზიდენტი და რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან - Palitra News

მიხეილ სააკაშვილი - სიმპტომების 80% არსად წასულა, თვითონ განსაჯეთ, რა ტიპის არსებებთან გვაქვს საქმე - კიდევ რას აცხადებს მესამე პრეზიდენტი და რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან

2023-12-22 15:38:22+04:00

პარტია საქართველოსთვის წევრების მოთხოვნას, რომ ყოფილი პრეზიდენტი პენიტენციურ დაწესებულებაში იქნას გადაყვანილი თავად მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქ პოსტით გამოეხმაურა. სააკაშვილის განცხადებით ის უკვე დიდი ხანია ციხეშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავაც მძიმეა. ამის პარალელურად გახარიას პარტიის წარმომადგენლები სააკაშვილის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით მმართველი გუნდისკან კონკრერულ პასუხებს ითხოვენ. თავისმხრივ ქართულ ოცნებაში ამბობენ რომ პარტია საქართველოსთვის წევრების მოთხოვნა კარგად დადგმული სპეკტაკლია. კიდევ რას აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან