პრაღის უნივერსიტეტში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო სულ მცირე 25 დაიჭრა. პოლიციამ დამნაშავე ადგილზევე მოკლა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ნასამართლევი არ ყოფილა და მარტო მოქმედებდა. ჩეხეთის პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა. აღნიშნულ თემაზე უფრო მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი, ნატალია თვაური გაგვაცნობს.