თავდაცვის მინისტრმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და რეაბილიტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. ადგილზე ახალი ფუნქციური შენობები აშენდება, ხოლო უკვე არსებულ ობიექტებს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. აღსანიშნავია, რომ 42-რ ჰექტარ ტერიტორიაზე დაგეგმილია 400-ს კადეტზე გათვლილი საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსების, სასადილოსა და ლაზარეთის შენობების რეკონსტრუქცია. მსგავსი სამუშაოები საკონფერენციო დარბაზსა და ადმინისტრაციულ კორპუსებზეც განხორციელდება.