დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებული გიორგი ვახტანგაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება - Palitra News

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებული გიორგი ვახტანგაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

2023-12-22 09:53:46+04:00

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებული გიორგი ვახტანგაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ადვოკატის განცხადებით, ამჯერად ის მოწმეები გამოიკითხებიან, რომელთა დაშვებაზეც პირველმა ინსტანციამ უარი განაცხადა.შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ გიორგი ვახტანგაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და 3 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.