ისრაელმა ღაზაში სახმელეთო ოპერაცია გააფართოვა. ამავდროულად კი, პალესტინური მხარე ღაზას სექტორში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე საუბრობს. საერთაშორისო ლიდერები კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. გაერო-ს სპიკერის განცხადებით, ღაზაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილის საფრთხის წინაშე დგას. სტეფან დუჟარიკის განცხადებით, ტელეკომუნიკაციის შეფერხების გამო, ღაზაში მყოფი ბევრი ადამიანი ევაკუაციის შესახებ ინფორმაციას ვერ იღებს. მისივე თქმით, უკვე რვა დღეა, რაც კომუნიკაციები შეფერხებულია და ეს ვითარებას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს.