ირაკლი ღარიბაშვილი - ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ - Palitra News

ირაკლი ღარიბაშვილი - ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ

2023-12-22 08:46:04+04:00

ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პრაღაში სროლით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

“დღეს პრაღაში სროლით გამოწვეულმა ტრაგედიამ შეგვძრა. მთელი გულით თანავუგრძნობ ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას, ჩეხ ხალხს და იმ ოჯახებს, რომელთაც ეს ტრაგედია შეეხო.

დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.