ღაზაში ომის დასრულებამდე მძევლების შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება, - ამის შესახებ განცხადებას „ჰამასი“ ავრცელებს - Palitra News

ღაზაში ომის დასრულებამდე მძევლების შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება, - ამის შესახებ განცხადებას „ჰამასი“ ავრცელებს

2023-12-21 19:25:24+04:00

ღაზაში ომის დასრულებამდე მძევლების შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება, - ამის შესახებ განცხადებას „ჰამასი“ ავრცელებს. „არსებობს პალესტინის ეროვნული გადაწყვეტილება, რომ აგრესიის სრულ შეწყვეტამდე, პატიმრების გაცვლის შესახებ გარიგებაზე საუბარი არ უნდა იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ეგვიპტეში „ჰამასის“ პოლიტიკურმა ლიდერმა, ისმაილ ჰანიემ მძევლების გათავისუფლების შესახებ გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღო.