საქართველოს პრეზიდენტის მორიგი ხმაურიანი განცხადება და მმართველი პარტიის საპასუხო ბრალდებები - სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სასამართლოს და მართლმსაჯულების არარსებობა საზოგადოებაში ზოგჯერ ისეთ პროტესტს იწვევს, რომელიც ქუჩაში გადადის. ქართული ოცნების აზრით, პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ისევ არაობიექტურად აფასებს და საზოგადოებას კონკრეტული არგუმენტების გარეშე ესაუბრება. ზურაბიშვილს აკრიტიკებს ოპოზიციც. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, ზურაბიშვილმა განცხადების გაკეთება დააგვიანა, რადგან კლანი სასამართლოს უკვე მრავალი წელია მართავს. ამ თემაზე უფრო ვრცლად სალომე ჯაფარიძე ისაუბრებს.