პარტია საქართველოსთვის მიმართვა ხელისუფლებას - მიხეილ დაუშვილის განცხადებით, თუ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაშინ ის უკან რუსთავის ნომერ მე-12 ციხეში უნდა დააბრუნონ. გახარიას გუნდში ამბობენ რომ მმართველი პარტია უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის უფლებას აძლევს, რაც მათი თქმით, კანონის უხეში დარღვევაა. ბრალდებების პასუხად ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ რომ ამა თუ იმ პაციენტის კლინიკიდან გაწერის გადაწყვეტილება არა მათი, არამედ შესაბამისი ორგანოების მისაღებია. სააკაშვილის კლინიკაში ყოფნის საკითხზე კომენტარები გააკეთეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც.