კახა კალაძემ, ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს ფართების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა - Palitra News

კახა კალაძემ, ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს ფართების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

2023-12-21 16:12:31+04:00

თბილისის მერია მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესს განაგრძობს.კახა კალაძემ, ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს ფართების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მათ საცხოვრებლები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ.