რუსებმა ნიკოპოლი დაბომბეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი, სერგეი ლისაკი ავრცელებს.
„რუსული ძალები დილით, დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც დაიღუპა ორი ქალი, 46 და 60 წლის და დაშავდა 86 წლის მამაკაცი“, - განაცხადა ლისაკმა.
ლისაკის ცნობით, დაშავებული მამაკაცი სახლის ნანგრევებში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსებმა ნიკოპოლზე შეტევები მძიმე არტილერიის გამოყენებით განახორციელეს.