ოლექსი დანილოვი - ნატო-ს ქვეყნებთან იარაღის ერთობლივი წარმოება უკვე მიმდინარეობს - Palitra News

ოლექსი დანილოვი - ნატო-ს ქვეყნებთან იარაღის ერთობლივი წარმოება უკვე მიმდინარეობს

2023-12-21 14:28:45+04:00

უკრაინა და ნატო-ს ქვეყნები იარაღს ერთობლივად უკვე აწარმოებენ, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

„ნატო-ს ქვეყნებთან იარაღის ერთობლივი წარმოება უკვე მიმდინარეობს. სხვა საქმეა, რომ წარმოება მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ, მაგრამ ეს არის ტექნიკური პროცესები, რომელსაც ამუშავებენ შესაბამისი ინსტიტუტები და შესაბამისი ხალხი", - განაცხადა დანილოვმა.

მისივე თქმით, დღეს უკრაინა აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც ნატო-ში არსებობს.

„განვითარებები, რაც ქვეყანაში გვაქვს, აოცებს ჩვენს პარტნიორებს და აოცებს მათ არაერთხელ. არის პროდუქტები, რომლებიც უმაღლეს დონეზეა გლობალური სამხედრო ინდუსტრიის თვალსაზრისით“, - აღნიშნა დანილოვმა.