ითანამშრომლებენ თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია 9 დათქმის შესრულების პროცესში? აღნიშნული კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ოპოზიციას არ აქვს იმის იმედი, რომ მმართველი პარტია აღნიშნულ დათქმებს შეასრულებს, მეტიც, ისინი აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ წინა 12-ი რეკომენდაციაც არ შეუსრულებია. კიდევ რას ამბობენ ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლები, ამას ჩვენი ჟურნალისტი, ხატია სამხარაძე გიამბობთ.