დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის მორიგი პროცესი გაიმართება. მოძრაობა „სირცხვილიაში“ აცხადებენ, რომ ისინი სასამართლოსთან შეიკრიბებიან და დაკავებულ აქტივისტს მხარდაჭერას გამოუცხადებენ. მოძრაობის განცხადებაში ნათქვამია, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოს საბოლოო გამარჯვებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ამ გზაზე წარმატების მიღწევა ლაზარესა და სხვა პატრიოტი მოქალაქეების ბრძოლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.