მმართველი პარტიის წარმომადგენლები გაუგებარს უწოდებენ ვენეციის კომისიის მორიგ კრიტიკულ დასკვნას, რომელშიც საარჩევნო რეფორმასა და ანტიკორუფციულ ბიუროზეა საუბარი. ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ საჭიროა დამოუკიდებელი სუბიექტების ჩამოყალიბება, რომელიც საზოგადოებას ნამდვილად მოემსახურება. ისინი მოქმედ ანტიკორიფციულ ბიუროს ფიქციას უწოდებენ. მათივე შეფასებით, ამ პოლიტიკურ ვითარებაში რეალური რეფორმების გატარება ძალიან რთული იქნება.