მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას მიმართავს და მათ ერთობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა, ეს იქნება საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელშიც ის ადამიანები გაერთიანდებიან, რომლებიც პარტიულ საქმიანობაში არ არიან ჩართული და თავისი შრომით საქართველოს სახელი გაუთქვეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ ვინმე პოლიტიკურ ველზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს დაიწყებს, ისინი ამ პროცესში მონაწილეობისთვის მზად არიან.