სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

2023-12-21 08:11:06+04:00

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი ორ ქვეითს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.