მალაიზიამ ისრაელის დროშის ქვეშ მცურავ გემებს ქვეყნის პორტებში შესვლა აუკრძალა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ისრაელში დაფუძნებულ საზღვაო გადამზიდ კომპანია ZIM-ს მალაიზიის პორტებში შესვლა აუკრძალოს. გადაწყვეტილების მიხედვით, ისრაელისკენ მიმავალი გემები მალაიზიის პორტებში ტვირთის გადმოტვირთვას ვეღარ შეძლებენ. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აკრძალვა ისრაელის მიერ ღაზაში „ჩადენილ ჰუმანიტარულ დარღვევებზე“ პასუხს წარმოადგენს.