მიწების რეგისტრაციის ამნისტიის კანონი უკვე ძალაშია. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაუფლების გამო მოქალაქეს პასუხისგება აღარ მოუწევს, თუმცა ამისთვის ორი პირობა არსებობს- მან დანაშაული უნდა აღიაროს და ნაკვეთი სახელმწიფოს დააბრუნოს, ან ჯარიმა უნდა გადაიხადოს. თუ მოქალაქეს ამნისტიის შესახებ კანონით სარგებლობა სურს ვალდებულია აღნიშნული ზიანი შესაბამის უწყებაში 2024 წლის პირველ სექტემბრამდე აანაზღაუროს. უფრო კონკრეტულად რას მოიცავს ცვლილებები და ვის შეუძლია ამნისტიის უფლებით სარგებლობა ნახეთ ცარო კირვალიძის მიერ მომზადებულ სიუჟეტში.