ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას აძლიერებს. პარალელურად, ისრაელის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, “ჰამასთან” ბრძოლაში მეორე პაუზისთვის მზადაა. ისააკ ჰერცოგის თქმით, მიმდინარე პროცესეზე პასუხისმგებლობა, ღაზაში „ჰამასის“ ხელმძღვანელს და ტერორისტული დაჯგუფების სხვა ლიდერებს ეკისრებათ. მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ღაზაში ბრძოლის შეჩერების მზაობას, აშშ-ში ისრაელის ელჩი, მაიკლ ჰერცოგიც ადასტურებს. ამასთნ, ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში, ამ დროისთვის, 130-მდე მძევალი იმყოფება. საერთაშორისო ლიდერები მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დევიდ კამერონი, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრთან ერთად ეგვიპტესა და იორდანიაში მიმდინარე კვირაში ჩავა. მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ჰამასის“ მეთაური, ისმაილ ჰანიე მძევლების გათავისუფლების შესახებ ეგვიპტეში მოლაპარაკებებს გამართავს. ეგვიპტეში გამგზავრებამდე, ისმაილ ჰანიე დოჰაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.