სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრმა , ღია ფონდის მხარდაჭერით , შრომის ინსპექციის სამსახურის გამჭირვალობის შესახებ კვლევა წარადგინა. ანგარიშის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი არ არის და სრულად ვერ პასუხობს დაინტერესებული პირის მოთხოვნას. ამავე დოკუმენტის მიხედვით, სამსახური დროულად არ გასცემს საწარმოო უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. კვლევის ავტორები კონკრეტულ რეკომენდაციებზე მიუთითებენ, რომელთა შორისაა შრომის ინსპექციის მიერ სამსახურის მხრიდან დროული რეაგირება საჯარო იფორმაციის მოთხოვნაზე.