გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა წიწვოვანი ხეების უკანონო მოპოვებისა და რეალიზაციის კონტროლი გაამკაცრა. უწყებამ აღნიშნული დანაშაულებრივი ფაქტები გამოავლინა. მსგავსი ფაქტები ხელვაჩაურში და ქარელში დაფიქსირდა. უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეები და ტოტები დაილუქა. წიწვოვნების უკანონო მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე 500-დან 2000-ლარამდე ჯარიმა მოქმედებს, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც ემატება.