CNN-ის ინფორმაციით, გაერო-ს უშიშროების საბჭომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციაზე სამშაბათისთვის დაგეგმილი კენჭისყრა ოთხშაბათამდე გადადო. კენჭისყრა თავდაპირველად ორშაბათს იყო დაგეგმილი, თუმცა, მოლაპარაკებებისთვის მეტი დროის დასათმობად, ის სამშაბათამდე გადაიდო. თავდაპირველად, დოკუმენტი ღაზაში საჭირო დახმარების შეტანის მიზნით საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას მოიცავდა. აშშ-ში აცხადებენ, რომ გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად, ორგანიზაციის სხვა წევრებთან თანამშრომლობს. მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, დაუჭერს თუ არა აშშ-ი მხარს რეზოლუციის პროექტს, გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდსმა განაცხადა, რომ დოკუმენტის ტექსტზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება.