თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი იწყება. დიდი ალბათობით, დღეს ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას კიდევ ერთხელ დისტანციურად მიმართავს. პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. მას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ესწრებიან და ადგილზე ასევე ელოდებიან პარტიის თავჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსაც.