ძაღლის მიერ დაკბენილი 2 წლის ლაზარეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გუშინ მცირეწლოვანს 13-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, მას თავზე კანი და კუნთოვანი მასა გადაუნერგეს. მედიკოსები ამბობენ, რომ სარისკო პერიოდი 7 დან 10 დღემდე გაგრძელდება, რაც ოპერაციის თანმდევი პროცესია. შემთხვევა გურიაში მოხდა. მიუსაფარმა ძაღლმა 2 ბავშვი დაკბინა. მეორე, 5 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.