ვოლოდიმირ ზელენსკიმ წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია ჩაატარა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის დარწმუნებულია, აშშ-ი პირობას შესასრულებს და ქვეყანას დამატებით დახმარებას მოკლე დროში გაუწევს. ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანთან შეხვედრა სურს. მანვე ორბანთან აქამდე ჩატარებული შეხვედრები გაიხსენა და განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე ან პუტინთან დიალოგზე უნგრეთის პრემიერთან არასდროს უსაუბრია.