დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ეს კითხვა მისი გამოჩენის შემდეგ აქტიურად ისმის. მმართველ პარტია მის პოლიტიკაში დაბრუნებას არც გამორიცხავს და არც ადასტურებს. ამბობენ რომ ივანიშვილის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ოპოზიციაში არის ვარაუდი რომ ,,ქართული ოცნების" დამფუძნებელი პოლიტიკურ ველზე სხვა პოლიტიკური პარტიით წარსდგება, აღნიშნულ ვარაუდს კი თავად მმართველი გუნდის წერები გამორიცხავენ.