ვენეციის კომისია მორიგ დასკვნას აქვეყნებს. ვენეციის კომისია და ოდირი აღიარებენ, რომ არსებობს მოქმედი საარჩევნო ჩარჩოს ზოგიერთი ხარვეზის მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე აღმოფხვრის მიზანი, მაგრამ წუხან, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ჯერ კიდევ არ არის შესრულებული. ამის პარალელურად ევროკომისიის მიერ დაწესებული 9 დათქმა კვლავაც შესასრულებელია და მთავრობის მიერ შემუშავებული სმაოქმედო გეგმა ისევ უცნობია საზოგადოებისთვის. ოპოზიციის ერთი ნაწილი კვლავაც სამუშაო ჯგუფებში ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი დარწმუნებულები არიან რომ მომდევნო წელს საქართველო მოლაპარაკებების ეტაპზე გადავა. რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.