პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2008 წელს ხელისუფლებაში, ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო, ქვეყანა ომს თავიდან აირიდებდა. ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას და მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშს ოპოზიცია აფასებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ,,ქართული ოცნება" აგვისტოს ომით სპეკულირებს, ამით კი საზოგადოებაში შიშს ნერგავს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მსგავსი განცხადებებით ხელისუფლება რუსულ საქმეს აკეთებს.