მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს - Palitra News

მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

2023-12-19 14:52:17+04:00

მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.