სასტუმრო სექტორში სახელფასო ფონდმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მიმდინარე წლის სამ კვარტალში საშუალო დასაქმება სასტუმრო სექტორში 14 315 ადამიანს შეადგენდ, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება. ამის შესახებ pmcg-ს კვლევაშია ნათქვამი. კვლევის ავტორების ცნობით, სასტუმრო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის დაუბრუნდა ძველ ნიშნულს და 2019 წლის სამ კვარტალში დაფიქსირებული მაჩვენებლის 96.8%-ია. აქვე ვკითხულობთ, რომ სასტუმრო სექტორში დასაქმების დინამიკა HORECA-ში დაფიქსირებული საერთო დინამიკის მსგავსია. თუმცა, 2023 წლის სამ კვარტალში სასტუმრო სექტორში დასაქმების წლიური ზრდა ჩამორჩება HORECA სექტორში დასაქმების ზრდას - წლიურად 9,1%-ით. 2023 წლის სამ კვარტალში, სასტუმრო სექტორში საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ 1 619 ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის სამ კვარტალთან შედარებით 11.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მე-3 კვარტალში სასტუმრო სექტორში სახელფასო ფონდმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 26.6 მლნ ლარი შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, საშუალო ხელფასები სასტუმრო სექტორში მუდმივად აღემატებოდა საშუალო ხელფასებს HORECA სექტორში. 2023 წლის სამ კვარტალში სასტუმრო სექტორში საშუალო ხელფასი 18.6%-ით აღემატებოდა მთლიანი სექტორის საშუალოს. თუმცა, დასაქმების მსგავსად, 2023 წლის სამ კვარტალში სასტუმროს სექტორში საშუალო ხელფასის ზრდა ჩამორჩება HORECA-ს სექტორში დაფიქსირებულ ზრდას წლიურად -18.6%-ით.