საქსტატი საგარეო სავაჭრო ბრუნვის უახლეს მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 მილიარდ 612 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.7%-ით მეტია. საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 5 მილიარდ 584 მილიონი დოლარია და შარშანდელთან შედარებით გაზრდილია 11.1%-ით, ხოლო იმპორტი 14 მლრდ დოლარს აჭარბებს, რაც დაახლოებით 16%-ით მეტია გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით. შესაბამისად, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში, 8 მილიარდ 444 მილილონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1%-ია. ამასთან, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.6% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი და აშშ.