ანა ბუჩუკური - ბიძინა ივანიშვილს დასაბრუნებელი არაფერიი არ აქვს, იმიტომ რომ არც წასულა პოლიტიკიდან, მან უბრალოდ საჯარო პასუხიმგებლობა ვითომ მოიხსნა, მაგრამ რეალურად ამ პასუხიმგებლობას გაექცა და დაემალა - Palitra News

ანა ბუჩუკური - ბიძინა ივანიშვილს დასაბრუნებელი არაფერიი არ აქვს, იმიტომ რომ არც წასულა პოლიტიკიდან, მან უბრალოდ საჯარო პასუხიმგებლობა ვითომ მოიხსნა, მაგრამ რეალურად ამ პასუხიმგებლობას გაექცა და დაემალა

2023-12-19 12:30:52+04:00

"ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე გამოჩნდა - ბიძინა ივანიშვილი რუსთაველის ეროვნულ თეატრში რამაზ ჩხიკვაძის საიუბილეო საღამოს დაესწრო. თეატრის შენობაში ყოფილი პრემიერი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ბოლო პერიოდში ეს არის ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მსგავს ღონისძიებაზე კამერებმა დააფიქსირეს. ივანიშვილის გამოჩენას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უკვე გამოეხმაურნენ. როგორც ისინი ამბობენ, როდესაც ყოფილი პრემიერი საზოგადოების წინაშე ჩნდება, მმართველ პარტიაში, როგორც წესი, კრიზისია. ივანიშვილმა რუსთველის თეატრი უკომენტაროდ დატოვა. ის შენობიდან დაცვის დახმარებით გავიდა.