გიორგი ჩაკვეტაძე, შესაძლოა, „სლოვანში“ დაბრუნდეს - Palitra News

გიორგი ჩაკვეტაძე, შესაძლოა, „სლოვანში“ დაბრუნდეს

2023-12-19 11:09:52+04:00

გიორგი ჩაკვეტაძე, შესაძლოა, „სლოვანში“ დაბრუნდეს

საქართველოს ნაკრების და უოტფორდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე შესაძლოა, ბრატისლავის სლოვანში დაბრუნდეს. მოულოდნელ ინფორმაციას სლოვაკური მედია ვლადიმირ ვაისის კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს.