"ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ ფორუმს მმართველ გუნდში ეხმაურებიან. დეპუტატები "ქართული ოცნებიდან" ამბობენ, რომ ფარისევლურია "ნაცმოძრაობის" მცდელობები, წარმოაჩინონ, თითქოს სოლიდურ ძალას წარმოადგენენ.უმრავლესობის წევრების თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ისტორია დასასრულს უახლოვდება, რაც კარგია ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის.მიხეილ სარჯველაძის თქმით ყველა კარგად ხვდება, რომ ამ პარტიისთვის, პოლიტიკური აღსასრული დადგა.