ყაზახმა ბიზნესმენებმა ზეთისხილის ხეების მოშენება დაიწყეს. მათი თქმით, თუ ნერგები დაფესვიანდება, 10 ათას ჰექტარამდე ფართობზე დარგავენ, ამის შემდეგ კი ზეითუნის ზეთის წარმოება დაიწყება. ცნობილი ხდება ასევე ისიც, რომ ამ თემით ინვესტორები საქართველოდან დაინტერესდნენ. ისინი აპირებენ ყაზახეთს ზეთისხილის ჰაბად აქციონ. ქართულმა კომპანიებმა ყაზახეთში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად უკვე 10 ათასამდე ნერგი დარგეს და ახლა კიდევ 50 ათასი ხის დარგვას გეგმავენ. პარტნიორები საქართველოდან ირწმუნებიან, რომ ზეთი, რომლის წარმოებასაც ყაზახეთში აპირებენ, ძალიან კარგი ხარისხის იქნება. ამის მიზეზი კლიმატი და ნიადაგია, რაც ხელს უწყობს ამ კულტურის სწორ განვითარებას.ინვესტორების აზრით, ყაზახეთი შეძლებს გახდეს ზეთისხილის წარმოების სექტორის საერთაშორისო ცენტრი. მომავალში ზეთისხილისგან დამზადებული პროდუქციის ექსპორტზე გატანაც იგეგმება.