სახელმწიფო უწყებებში 6 თვეში ხელფასებზე 1,1 მლრდ ლარი გაიცა, რაც 209 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ჯამურად გაცემულ ანაზღაურებაზე. აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, სახელმწიფო უწყებებს შორის ყველაზე მეტი ხელფასი, კერძოდ, 282,1 მლნ ლარი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, უწყებების, ძირითადად კი სამინისტროების მიერ, 2023 წლის 6 თვეში, თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების შესახებ. პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 16,4 მლნ ლარი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 1,5 მლნ ლარი. მთავრობის ადმინისტრაცია - 4,1 მლნ ლარი