მიმდინარე თვის ბოლოს უკრაინისთვის დაგეგმილი დახმარების პაკეტი ბოლო იქნება, თუ კონგრესი დამატებით დახმარებას არ დაამტკიცებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის ამ დრომდე მიწოდებული დახმარება არსებითი იყო რუსეთის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ქვეყანას ჯერ კიდევ სჭირდება შეერთებული შტატების მხრიდან დახმარება.
„ჩვენ კვლავ ვგეგმავთ უკრაინისთვის დახმარების კიდევ ერთი პაკეტის მიწოდებას მიმდინარე თვის ბოლოს. თუმცა, როდესაც ეს დასრულდება, როგორც აღარ გვექნება შევსების უფლებამოსილება დa დაგვჭირდება კონგრესის მხრიდან დაუყოვნებლივ მოქმედება“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.