ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე ქვემო ქართლის ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ - Palitra News

ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე ქვემო ქართლის ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ

2023-12-18 19:29:24+04:00

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარესთან გიორგი ვაშაძესთან და სხვადასხვა პარტიების ლიდერებთან ერთად ქვემო ქართლის ორგანიზაციის წევრებს შეხვდა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, იქნება შემაჯამებელი შეხვედრები რეგიონებში, ხვალ კი შეხვედრა იმერეთში დაანონსდა. პარტიის თავმჯდომარის თქმით, უმნიშვნელოვანესია 2024 წლისთვის მომზადება , რომელიც ქართველი ხალხის გამარჯვების წელი იქნება.