თელ-ავივში ლოიდ ოსტინი ბენიამინ ნეთანიაჰუს ხვდება - Palitra News

თელ-ავივში ლოიდ ოსტინი ბენიამინ ნეთანიაჰუს ხვდება

2023-12-18 19:06:12+04:00

თელ-ავივში, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილიბრივი მედია ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრამდე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ისრაელის თავდაცვის მინისტრ, იოავ გალანტთან გამართა მოლაპარაკებები.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ, ლოიდ ოსტინი ისრაელის ომის კაბინეტის წევრებს შეხვდება.